07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
განგაში ნიუ-იორკის აეროპორტში - ჯონ-კენედის სახელობის აეროპორტში ერთ-ერთი ტერმინალის ევაკუაცია გამოცხადდა

განგაში ნიუ-იორკის აეროპორტში - ჯონ-კენედის სახელობის აეროპორტში ერთ-ერთი ტერმინალის ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო. მომხდარის გამო აეროპორტის ორი ტერმინალის მუშაობა სრულად იყო შეჩერებული. სამართალდამცველებმა ადგილზე საეჭვო ნივთიც აღმოაჩინეს და გამნამღველების ჯგუფი გამოიძახეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით სროლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის აღმოჩენილი. ნიუ-იორკის აეროპორტში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ამ დრომდე მოქმედებს.

დღის ამბები