07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი იემენში სკოლაზე განხორციელებული იერიშის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი იემენში სკოლაზე განხორციელებულ იერიშს გმობს და სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს. ავიაიერიშს, რომელშიც საერთაშორისო კოალიციას ადანაშაულებენ, 10 ბავშვი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა. ყველა მათგანი 15 წლამდე ასაკისაა.

საერთაშორისო კოალიციას, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. მოკავშირეებმა ჰუსიტი მებრძოლების წინააღმდეგ იერიშები იემენში 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყეს. კონფლიქტს უკვე 6 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები