07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლება დაკავებულ ჟურნალისტებს ფეტულა გულენის მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებს

თურქეთის ხელისუფლება დაკავებულ ჟურნალისტებს ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებული ფეტულა გულენის მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებს.

გერმანულ გამოცემასთან ბილდთან ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მედიის არცერთი წარმომადგენელი პროფესიული საქმიანობის გამო არ არის დაპატიმრებული.

მევლუტ ჩავუშოღლუს თქმით, გაზეთების უმრავლესობა დღეს მთავრობას აკრიტიკებს, მაგრამ მათ ამისთვის არავინ სჯის.

"ზოგიერთი ჟურნალისტი გიულენის მოძრაობის მიმდევარი იყო, მათ უამრავ ადამიანს დაუნგრიეს ცხოვრება. ამიტომ მედიის თავისუფლების საკითხი აქ არაფერ შუაშია,"- განაცხადა მევლუტ ჩავუშოღლუმ.

ამბოხების გამოძიების ფარგლებში თურქეთში კიდევ 43 ჟურნალისტი დააკავეს.

დღის ამბები