07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
არეულობა მილვოკიში - დემონსტრანტები პოლიციელების მიერ ერთ-ერთი ადგილობრივის მკვლელობას აპროტესტებენ

მესამე დღეა არეულობაა ვისკონსინის შტატის ქალაქი მილვოკიში - დემონსტრანტები პოლიციელების მიერ ერთ-ერთი ადგილობრივის მკვლელობას აპროტესტებენ.

სამართალდამცველების განცხადებით, აქციაზე სროლის ხმა გაისმა, შედეგად ერთი დემონსტრანტი დაიჭრა. სამართალდამცველებმა მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდეს, დემონსტრანტებმა კი მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და ქვები ესროლეს.

არეულობა ორი დღის წინ დაიწყო. მიზეზი 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობა გახდა.
ის შეიარაღებული იყო და პოლიციამ მისი დაკავება სცადა. ოპერაციის დროს კი ეჭვმიტანილმა სამართალამცველებს იარაღი დაუმიზნა. პოლიციელებმაც ამის გამო გაუხსნეს ცეცხლი და ადგილზე მოკლეს. მილვოკის მოსახლეობამ აქციები დაიწყო, რომელიც არეულობაში გადაიზარდა. ვითარების განსამუხტად ქალაქის ქუჩებში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები განალაგეს.

დღის ამბები