07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
თავდასხმა კიოლნის ცენტრში

თავდასხმა კიოლნის ცენტრში. შეიარაღებულმა პირებმა ერთი ადამიანი ჯერ დანით დაჭრეს, შემდეგ კი ესროლეს. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ცნობით, სროლამდე 4 კაციანი ჯგუფი მამაკაცს დაუპირისპირდა, რომელმაც სცადა, შემთხვევის ადგილს გასცლოდა, თუმცა თავდამსხმელებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველებმა ორი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, ორს კი ამ დრომდე ეძებენ. გამოძიება მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებს.

დღის ამბები