07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
5 დაღუპული და 20 ათასი დაზარალებული - ბარაკ ობამამ ლუიზიანის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

ბარაკ ობამამ ლუიზიანის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მასშტაბური წყალდიდობისგან დაზარალებულ რეგიონს დახმარებას ფედერალური ბიუჯეტიდან გამოუყოფენ.

გადაუღებელი წვიმების გამო, შტატში უკვე რამდენიმე დღეა საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, 20 ათასზე მეტი ადამიანი კი დატბორილი სახლებიდან და მანქანებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთვნენ. უამინდობაა მეზობელ ალაბამისა და მისისიპის შტატებშიც.

დღის ამბები