07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
თურქეთში 173 მოსამართლეს დაპატიმრება ემუქრება - სტამბოლში სასამართლოებში რეიდები ჩატარდა

სამხედრო გადატრიალების გამოძიების ფარგლებში თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის სასამართლოებში რეიდები ჩაატარეს. ქალაქის ევროპულ ნაწილში პოლიციელებმა სასამართლოს ორი შენობა გაჩხრიკეს.

შეამოწმეს იუსტიციის სასახლეც, სადაც იმ მოსამართლეთა ოფისები გაჩხრიკეს, რომლებსაც დაპატიმრება ემუქრებათ. ამ დროისთვის სასამართლოს 173 თანამშრომლის დაკავების ორდერია გაცემული. მათი ნაწილი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამბოხების გამოძიების გარფლებში 35 ათასი კაცია დაკავებული. აქედან 17 ათასს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დღის ამბები