07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
თურქეთში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა - დაღუპულია 3 ადამიანი

თურქეთში, პროვინცია დიარბაკირში, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 2 პოლიციელია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია 25-ზე მეტი დაშავებულის შესახებაც.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN თურქეთის ძალოვანების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.   

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქება ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.  

აფეთქების შემდეგ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

დღის ამბები