07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
გერმანია რუსეთსა და უკრაინას დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს

გერმანია რუსეთსა და უკრაინას დაძაბულობის განმუხტვისკენ და მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

რუს კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ დასავლეთში არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია, სინამდვილეში რა მოხდა ყირიმში და ორივე მხარის გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა, პარტნიორებს ყირიმში დივერსიის მცდელობასთან უკრაინის დაზვერვის სამსახურის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგინოს.

სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო გაწყვეტის შესახებაც და განაცხადა, რომ რუსეთი ამის საჭიროებას ჯერ ვერ ხედავს.

დღის ამბები