07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
საფრანგეთში ფოირვერკის ხმა დამსვენებლებს ტერაქტი ეგონათ - ჭყლეტის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის საკურორტო ქალაქში ფოიერვერკმა დამსვენებლებში პანიკა გამოიწვია. ხალხს შუშხუნების აფეთქება ტერაქტი ეგონა. შეშინებული დამსვენებლები კაფეებიდან ქუჩაში გაცვივდნენ, რასაც ქაოსი მოყვა. ჭყლეტის შედეგად კი 45 ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთში ბოლოდროინდელი ტერაქტების გამო უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. ზუსტად ერთი თვის წინ ნიცაში ტერორისტმა სატვირთო მანქანით სანაპიროზე მყოფ ხალხს გადაუარა, რის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები