07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
კალიფორნიის ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიის ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შტატის გუბერნატორმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხანძრის გამო 200-მდე საცხოვრებელი სახლი განადგურდა. არიან დაშავებულები.

მაშველებმა რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. შეერთებული შტატების დასავლეთ რეგიონებში სულ 120 ათასი ჰექტარი ტყე იწვის. ხანძრის ლოკალიზებას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს უშლის.

დღის ამბები