07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
თურქეთში მორიგი საკადრო წმენდა იგეგმება

თურქეთში მორიგი საკადრო წმენდა იგეგმება - ქვეყნის ვიცეპრემიერის განცხადებით, მთავრობა ახალ დეკრეტს გამოსცემს, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო ინსტიტუტებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შინაგან საქმეთა უწყებაში თანამშრომლების გათავისუფლება განხორციელდება.

სამხედრო ამბოხის შემდეგ დაწყებული მასობრივი გათავისუფლებები უკვე კერძო სექტორსაც შეეხო. თურქეთის პოლიციამ 44 კომპანიაში ჩხრეკის ჩატარებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დაკავების ორდერები გასცა. საუბარია სულ მცირე 120 ადამიანზე, რომლებიც ფეთულა გიულენის ორგანიზაციის მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილები. 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 35 ათასი ადამიანი დააკავა, აქედან 17 ათასი დაპატიმრებულია. 80 ათასზე მეტი კი სამსახურებიდან დაითხოვეს.

დღის ამბები