07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციის ჩასატარებლად ირანის ბაზის გამოყენება დაიწყო

რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციის ჩასატარებლად ირანის ბაზის გამოყენება დაიწყო. ჰამადის ავიაბაზაზე დისლოცირებულმა ავიაციამ პირველი საბრძოლო ოპერაცია უკვე შეასრულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბომბდამშენებმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს და ჯაბხატ ან-ნუსრას პოზიციებზე მიიტანეს იერიშები. ტერორისტების პოზიციები საბრძოლო თვითმფრინავებმა ალეპოში, დეირ-ეზ-ზორსა და იდლიბში დაბომბეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ოპერაციის ფარგლებში განადგურდა ტერორისტების კუთვნილი საბრძოლო საშუალებების საწყობები, მებრძოლების მომზადების ბანაკები და ტერორისტების მართვის პუნქტები.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, საჰარო ოპერაციის დასრულების შემდეგ სამხედრო თვითმფრინავები ჰამადანის ავიაბაზაზე დაბრუნდნენ.

დღის ამბები