07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ბელგიაში პოლიციელებმა შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს

ბელგიაში პოლიციელებმა შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ქალაქ გენტში მოხდა. თვითმხილველებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ცენტრალურ ქუჩაზე საეჭვო პირი დაინახეს, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და ახალგაზრდა მამაკაცის დანებებაზე დაყოლიებას ცდილობდა. უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ კი მას ცეცხლი გაუხსნეს. ეჭვმიტანილი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს პროკურატურა იძიებს.

დღის ამბები