07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ავსტრიელი სამართალდამცველები მატარებელში მომხდარ თავდასხმას იძიებენ

ავსტრიელი სამართალდამცველები მატარებელში მომხდარ თავდასხმას იძიებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამგზავრო მატარებელში სამი ადამიანი დაჭრა. დაშავებულები 17, 19 და 22 წლის ახალგაზრდები არიან. ორის მდგომარეობა მძიმეა.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. მის ვინაობას სამართალდამცველები არ ახმაურებენ, თუმცა ცნობილია, რომ ის გერმანიის მოქალაქე, 60 წლის მამაკაცია. დანაშაულის მოტივი უცნობია, ძალოვანებს არ აქვთ ინფორმაცია ეჭვმიტანილის ტერორისტებთან კავშირის შესახებ. არ გამორიცხავენ რომ თავდამსხმელს ფსიქიური აშლილობა ჰქონდეს.

დღის ამბები