07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ინციდენტი რიოში - ოლიმპიურ პარკში ტელეკამერა ჩამოვარდა და ხალხს დაეცა

სამი ადამიანი დაშავდა რიოში ინცინდენტის შედეგად. ოლიმპიურ პარკში ტელეკამერა ჩამოვარდა და ხალხს დაეცა. ინციდენტი კალათბურთის არენასთან ახლოს მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, საუბარია კამერაზე, რომელიც ტროსზე იყო დამაგრებული. სავარაუდოდ ის ტროსის გაწყვეტის გამო ჩამოვარდა. ინცინდენტის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი სხვადასხვა ხარისხის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები