09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ესტონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინაში წითელი ხაზები გადაკვეთა

ესტონეთის პრემიერ–მინისტრი რუსეთს მწვავედ აკრიტიკებს.

ტაავი რიივასი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინაში შეჭრით წითელი ხაზი გადაკვეთა.

მისივე თქმით, ვითარების რეალურ დეესკალაციამდე საერთაშორისო გაერთიანება რუსეთთან საქმეს ვერ დაიჭერს.

რიივასმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავინ არასოდეს უნდა იფიქროს ნატოსთან ომზე, რადგან ის თავის ტერიტორიებს ყოველთვის დაიცავს.

დღის ამბები