07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
სამი დაღუპული და ოცამდე დაშავებული - ათენში ტურისტებით სავსე ბორანს კატერი დაეჯახა

მსხვერპლი მოჰყვა საბერძნეთში ბორანისა და კატერის შეჯახებას. ინცინდენტი ათენის მახლობლად, კუნძულ ეგინას სანაპიროსთან მოხდა.

ბორანს, რომლის ბორტზეც ტურისტები იმყოფებოდნენ, კატერი შეეჯახა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე ადამიანი კი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს. არიან დაშავებულებიც.

მომხდარის დეტალებს სანაპირო დაცვის სამსახური არკვევს. სამართალდამცველებმა კატერის მძღოლი დააკავეს.

დღის ამბები