09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
იტალიაში ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

იტალიაში ანტისამთავრობო აქცია კვლავ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად დემონსტრანტები ქვეყნის ფინანსურ დედაქალაქის, მილანის ქუჩებში გამოვიდნენ. შეტაკებები კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული 20–მდე მომიტინგე ერთ–ერთი სამთავრობო შენობის ღობეზე აძვრა და პოლიციელებს ბოთლები და სხვადასხვა ნივთები დაუშინა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაშავებულები და დაკავებულებიც.

დღის ამბები