07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ყირიმის საკითხი განიხილეს

ყირიმის ბოლო დროინდელ მოვლენებთან და რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პეტრო პოროშენკომ შეშფოთება გამოთქვა ვითარების ესკალაციის გამო და განაცხადა, რომ მოსკოვის მიზანი საერთაშორისო არენაზე უკრაინის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

თავის მხრივ ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ რეგიონში ვითარების დეესკალაციის მიზნით. ევროპის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი პოზიცია ყირიმის ანექსიის მიმართ ურყევია. გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს ნორმანდიის ფორმატში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას.

გასულ კვირას რუსეთმა უკრაინა ყირიმის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და ირწმუნება, რომ 10-მდე დივერსანტიც დააკავა. კიევში კი მოსკოვის ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებენ.

დღის ამბები