07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ტყის ხანძრების გამო კალიფორნიის შტატში მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს

ტყის ხანძრების გამო კალიფორნიის შტატში მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანძარი ლოს ანჯელესის მახლობლად, სან ბერნარდინოს რეგიონში ორი დღის წინ გაჩნდა და უკვე 6 ათას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობს მოედო.

ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას 82 ათასი ადამიანია გადაყვანილი.

სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დაკეტილია ლას ვეგასისა და ლოს ანჯელესის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალიც. ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 700-ზე მეტი მაშველია ჩართული. ტყის ხანძრებს ებრძვიან კალიფორნიის ჩრდილოეთ რაიონებშიც, სადაც სტიქიის შედეგად უკვე 200-მდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

დღის ამბები