07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
მევლუტ ჩავუშოღლუმ და ჯონ კერიმ ფეტულა გიულენის ექსტრადირების შესაძლებლობის საკითხი განიხილეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებული ფეტულა გიულენის ექსტრადირების შესაძლებლობის საკითხი განიხილეს. მევლუტ ჩავუშოღლუმ და ჯონ კერიმ ტელეფონით ისაუბრეს.

ლიდერები უახლოეს მომავალში თურქეთში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის მომზადების საკითხსაც შეეხნენ. 

დღის ამბები