07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
თურქეთს პრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სპეცრაზმელები დღეს ქალაქ მარმარისის სასამართლოში მიიყვანეს

ამბოხებასთან კავშირში ეჭვმიტანილი სპეცრაზმელები დღეს ქალაქ მარმარისის სასამართლოში მიიყვანეს. მათ ბრალად ედებათ თურქეთს პრეზიდენტზე თავდასხმის მოწყობა. გამოძიების ცნობით შეიარაღებული ძალების სპეცდანაყოფმა ამბოხების ღამეს იერიში მიიტანა იმ სასტუმროზე, სადაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ისვენებდა.

11-ივე სპეცრაზმელი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს. ახალი ბრძანებულების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს 2 400 პოლიციელიც. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ თურქულ ციხეებს 38 ათასამდე მსჯავრდებული დატოვებს, რომლებიც ამბოხებამდე არიან გასამართლებული. საპატიმროებში ამბოხების საქმეზე დაკავებული პირებისთვის ადგილები არ ყოფნით.

დღის ამბები