07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ბოსფორის სრუტეში საბორნე მიმოსვლა შეჩერდა

ბოსფორის სრუტეში საბორნე მიმოსვლა შეჩერდა. მიზეზი ტვირთმზიდის სანაპირო დაცვის ნავთან შეჯახება გახდა, რის შედეგადაც სანაპირო დაცვის ნავი გადაბრუნდა.

კატასტროფის შემდეგ მაშველებმა 6 ადამიანი გადაარჩინეს, დაშავებულები სტამბოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეჯახების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. გავრცელებული ცნობით, სატვირთო გემი კუკის კუნძულის დროშის ქვეშ ცურავდა და შავი ზღვის მიმართულებით მოძრაობდა.

დღის ამბები