07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ჟურნალ playboy-ის დამაარსებლის სახლი 100 მილიონ დოლარად გაიყიდა

ჟურნალ playboy-ის დამაარსებლის სახლი 100 მილიონ დოლარად გაიყიდა. ჰიუ ჰეფნერის ვილა, რომელიც ლოს ანჯელესის ცენტრში მდებარეობს, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელმა შეიძინა.

სახლი გოთიკური სტილისაა და 1927 წელს ააშენეს. მას 1800 კვადრატული მეტრის ფართობი უკავია. playboy-ს ცნობილი წვეულებები სწორედ ამ ვილაში იმართებოდა. ჰიუ ჰეფნერმა ვილა 1971 წელს მილიონ ასი ათას დოლარად შეიძინა. ახალ მფლობელთან დადებული გარიგების თანახმად, 90 წლის ჰეფნერი ცხოვრებას კვლავ თავის ვილაში გააგრძელებს.

დღის ამბები