07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
სპეცოპერაციები რუსეთში - სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში სპეცოპერაციები ჩატარდა

სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა, ბოლო მონაცემებით, 4 მებრძოლი მოკლეს.

სპეცრაზმელებმა საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც ეჭვმიტანილები აფარებდნენ თავს, დილიდან მოაქციეს ალყაში. ადგილზე ისმოდა სროლისა და აფეთქების ხმაც.

გამოძიების ცნობით, მებრძოლები, რომლებიც ყაბარდო ბალყარეთიდან იყვნენ, სამართალდამცველებმა საპასუხო სროლის დროს მოკლეს. სპეცრაზმელების მხრიდან არავინ დაშავებულა.

პარალელურად თავდასხმა მოხდა მოსკოვის გარეუბანში, საგუშაგოზე. ორმა შეიარაღებულმა პირმა ერთი სამართალდამცველი მოკლეს, რამდენიმე კი დაჭრეს. ორივე თავდამსხმელი დაკავების ოპერაციას ემსხვერპლა. 

დღის ამბები