07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
საფრანგეთის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია - მთელი ქვეყნის მასშტაბით პატრულირება გაძლიერდება

საფრანგეთს უსაფრთხოების ახალი სტრატეგია აქვს. გეგმა ელისეს სასახლეში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეათანხმეს და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით პატრულირების გაძლიერებას ითვალისწინებს.

ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლის შენობების უსაფრთხოების დაცვასაც. კონკრეტულ ზომებს კი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი განათლების მინისტრთან ერთად წარადგენს.

ტერაქტების სერიის გამო საფრანგეთში ნოემბრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. თავდასხმებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ბოლო თვეების განმავლობაში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები