07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
აფეთქება თურქეთის ვანის პროვინციაში - დაღუპულია 3 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას თურქეთის ვანის პროვინციაში. მანქანაში დამონტაჟებული ბომბი პოლიციის შენობის მახლობლად ამოქმედდა. დაიღუპა 3 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი.

დაშავებულთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა. სამართალდამცველებმა სპეც-ოპერაციის შედეგად თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და პასუხისმგებლობა დაჯგუფება ქურთების მუშათა პარტია დააკისრა.

დღის ამბები