07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
პუერტო-რიკოში სამგზავრო გემს ხანძარი გაუჩნდა - მაშველებმა 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს

პუერტო-რიკოში მაშველებმა სამგზავრო გემიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სანაპიროდან 3 კილომეტრის დაშორებით მყოფ ამერიკულ ლაინერზე ხანძარი გაჩნდა.

ოპერაციაში, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, პოლიცია და სანაპირო დაცვა მონაწილეობდა. მგზავრებს შორის არიან დაშავებულები, თუმცა ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები