07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ირანი მზადაა რუსეთთან ითანამშრომლოს, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში

ირანი მზადაა რუსეთთან ითანამშრომლოს, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის პრეს-მდივანმა განაცხადა. მან ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას წარმატებული უწოდა და მომავალში სამხედრო ობიექტების რუსული მხარისთვის დათმობის მზადყოფნაც გამოთქვა. რუსეთის საჰაერო ძალები უკვე რამდენიმე დღეა ირანის ჰამადანის ბაზას სირიაში ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაციებისთვის იყენებს. ეს პირველი შემთხვევაა ირანის რევოლუციის შემდეგ, როდესაც მთავრობა უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებს ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების განხორციელების ნებართვას აძლევს.

დღის ამბები