07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
თურქეთში ერთ დღეში 2 ძლიერი აფეთქება მოხდა

გასული 24 საათის განმავლობაში 2 ძლიერი აფეთქება მოხდა თურქეთში. ორივე თავდასხმის სამიზნე პოლიციის შენობები იყო.

გამთენიისას დანაღმული მანქანა ელაზიგის პროვინციაში აფეთქდა. ბოლო მონაცემით დაიღუპა სამი ადამიანი. მძიმედ დაიჭრა 50. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის ფასადი მთლიანად ჩამოინგრა. დაიწვა ქუჩაში მდგარი რამდენიმე მანქანა.

მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას ირანის საზღვართან, ვანის პროვინციაში, სადაც დანაღმული მანქანა ასევე პოლიციის შენობასთან აფეთქდა. დაიღუპა სამი და დაშავდა 71 ადამიანი.

ხელისუფლება ორივე აფეთქების ორგანიზებაში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებს. ტერაქტთან კავშირის ბრალდებით უკვე ერთი პირია დაკავებული.

დღის ამბები