07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
რუსეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

რუსეთის სამხრეთით მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. ვოლგოგრადის რეგიონში ჩატარებულ სწავლებაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის დანაყოფები ჩაერთნენ.

ჯარისკაცებმა საინჟინრო სამუშაოებსა და თავდაცვითი მეთოდების დახვეწაში ივარჯიშეს.

სწავლება 20 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას, საერთო ჯამში, 2 000 მეტი სამხედრო მიიღებს.

მანევრები ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროსთანაც არის დაგეგმილი.

დღის ამბები