07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ტრამპი პრეზიდენტობისთვის ემზადება - FBI და დაზვერვის ეროვნულმა ბიუომ ტრამპისთვის საიდუმლო შეხვედრა მოაწყო

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და დაზვერვის ეროვნულმა სააგენტომ დონალდ ტრამპისთვის პირველი საიდუმლო შეხვედრა მოაწყო.

ორ საათიანი დახურული ბრიფინგი უწყების ნიუ-იორკის ოფისში ჩატარდა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხობის თემას მიეძღვნა.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს შეხვედრაზე შეერთებული შტატებისთვის გლობალური საფრთხეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მსგავსი შეხვედრები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებთან ტრადიციულად არჩევნების წინ იმართება და მისი მიზანი კანდიდატების პრეზიდენტის პოსტზე მუშაობისთვის მომზადებაა.

დღის ამბები