07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ჰოლივუდის ვეტერანი ვარსკვლავი რობერტ რედფორდი 80 წლის გახდა

ჰოლივუდის ვეტერანი ვარსკვლავი რობერტ რედფორდი დღეს 80 წლის გახდა. შეერთებულ შტატებში კინოთეატრების უმრავლესობა ამ დღის აღნიშვნას მსახიობის ფილმების რეტროსპექტივის მოწყობით აპირებს.

რობერტ რედფორდმა კარიერა სატელევიზიო შოუებში მონაწილეობით დაიწყო. 1980 წელს მან სარეჟისორო დებიუტისთვის ოსკარიც მიიღო, 2002- წელს კი ამერიკის უმაღლესმა კინოაკადემიამ კინო კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა.

ასაკის მიუხედავად მსახიობი მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს. ცოტა ხსნის წინ ფილმ "პიტის დრაკონის" ახალი ვერსიის პრემიერაც გაიმართა, რომელშიც რედფორდიც მონაწილეობს.

დღის ამბები