07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში - პოლიცია ქვეყნის 15 რეგიონში მასშტაბურ რეიდებს ატარებს

გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში თურქეთის პოლიცია ქვეყნის 15 რეგიონში მასშტაბურ რეიდებს ატარებს. სამართალდამცველები იმ კომპანიების ოფისებს ჩხრეკენ, რომლებიც ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებული, ფეტულა გიულენის დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი.

ოპერაციაში ათასზე მეტი პოლიციელი მონაწილეობს, რეიდები ტარდება სტამბოლში 100-ზე მეტ მისამართზე, ასევე გაცემულია 200-მდე დაკავების ორდერიც.

პარალელურად, თურქეთის ხელისუფლებამ ციხეებიდან 38 ათასი პატიმრის გათავისუფლების პროცესი დაიწყო.

დღის ამბები