07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
პირველად 92 მეტრი სიგრძის საჰაერო ხომალდმა იფრინა

მსოფლიოს ყველაზე დიდმა საჰაერო ხომალდმა პირველი ფრენა შეასრულა. 92 მეტრის სიგრძის ეარლენდერმა, ლონდონის თავზე იფრინა და ნახევარი საათის შემდეგ აეროდრომის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დაეშვა.

ხომალდი ნახევრად დირიჟაბლია და ჰელიუმის დახმარებით ჰაერში ორი კვირა ჩერდება. მისი სიჩქარე საათში 148 კილომეტრია და 5 კილომეტრის სიმაღლეზე ადის.

გიგანტური საჰაერო ხომალდი ბრიტანულმა კომპანიამ შექმნა და მას ჩვეულებრივ თვითმფრინავთან შედარებით უფრო მძიმე ტვირთის გადატანა შეუძლია. ეარლენდერი არ საჭიროებს ასაფრენ ბილიკს და თავისუფლად ჯდება ხმელეთზე, ყინულზეც და უდაბნოშიც.

დღის ამბები