07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
პეტრო პოროშენკო საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

პეტრო პოროშენკო საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის ანექსირებული ყირიმის ირგვლივ გამწვავებული ურთიერთობების ფონზე გააკეთა.

მისი თქმით საომარი მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, სპეციალურ დადგენილებას გამოსცემს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის ახალი ეტაპი დაიწყება. პოროშენკოს განცხადებით უკრაინის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია.

დღის ამბები