07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეები ლუგანსკისა და დონეცკის პარლამენტის მეთაურებს შეხვდებიან

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარეები დღეს ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების პარლამენტის მეთაურებს შეხვდებიან. განცხადებას ლუგანსკის ეგრეთ წოდებული სახალხო საბჭოს წარმომადგენელი ავრცელებს.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, ქალაქ ლუგანსკში გაიმართება, სადაც საზოგადოებრივ - პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაზე რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრს, ანდრეი სობოლევსაც ელოდებიან.

დღის ამბები