07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
აშშ-ს რამდენიმე ქალაქში დონალდ ტრამპის შიშველი ქანდაკებები დადგეს

შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში დონალდ ტრამპის შიშველი ქანდაკებები გამოჩნდა. პრეზიდენტობის კანდიდატის შიშველი ფიგურები არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პროტესტის ნიშნად დადგეს.

ისინი მონსტრების ქანდაკებების შექმნით ცნობილმა ხელოვანმა ჯინჯერმა დაამზადა და ამერიკელი მილიარდერი დამახინჯებული სახით წარმოადგინა.

აქტივისტებმა შიშველი ტრამპის ფიგურები ერთდროულად ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, კლივლენდსა და სიეტლში დადგეს, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მათი დემონტაჟი მალევე განახორციელეს.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში ანარქისტების აქციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები