07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
მოსკოვში პოლიციელებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

მოსკოვის გარეუბანში სამი დღის წინ პოლიციელებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერორისტებმა ორი ჩეჩენი ახალგაზრდის ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ისინი დაგეგმილი ოპერაციის შესახებ საუბრობენ.

ჩეჩნები აცხადებენ, რომ მოსკოვში იმყოფებიან და რუსეთის ავიაციის მიერ ISIS-ის პოზიციების დაბომბვის გამო შურისძიებას აპირებენ.

თავდასხმა პოლიციელებზე 17 აგვისტოს მოხდა. სამართალდამცველებმა ორივე ჩეჩენი ადგილზე მოკლეს. გამოძიება ექსტრემისტებთან მათი შესაძლო კავშირის ვერსიას ამოწმებს.

დღის ამბები