09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ანგელა მერკელის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

განცხადება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ყოველკვირეულ მიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს და თანამშრომლობის იმედი აქვს.

"ასოცირების შეთანხმებები უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მათი მიზანია, გაამყაროს ეკონომიკური კავშირები, რომლებიდანაც რუსეთი არ უნდა იყოს გარიცხული. გავარგრძელებთ ძალისხმევას, რომ მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები შესრულდეს," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები