07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
შესაძლოა, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ბრძოლების გააქტიურების შემთხვევაში პეტრო პოროშენკო საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ყირიმის მოვლენების გამო მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობისა და სეპარატისტების მხრიდან გახშირებული იერიშების ფონზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვითარების ესკალაციის შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის ახალი ეტაპიც დაიწყება.

გასული 24 საათის განმავლობაში პრორუსმა მებრძოლებმა სამთავრობო ძალების მიმართულებით რამდენჯერმე გახსნეს ცეცხლი. ერთ-ერთ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა სამი უკრაინელი ჯარისკაცი, 6 კი დაიჭრა.

დღის ამბები