07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
მოსკოვი კიევთან ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს

რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებს - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ყირიმში განაცხადა, სადაც დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ დივერსიების მოწყობა უკრაინის ხელისუფლების საბოლოო არჩევანი არ იქნება.

დღესვე ნახევარკუნძულზე რუსეთმა სამხედრო სწავლებები დაიწყო. მანევრები საზღვაო და სახმელეთო პოლიგონებზე გაიმართება. სამხედროები ტექნიკური აღჭურვილობის მომზადებაში, ძალების გადაჯგუფებასა და მედესანტეთა გადასხმაში ივარჯიშებენ.

დღის ამბები