07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ტრამპის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ პოსტი დატოვა

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ პოსტი დატოვა. ამის შესახებ რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა წერილობითი განცხადება გააკეთა.

67 წლის პოლ მანაფორტი მედიის ყურადღების ცენტრში უკრაინის ექსპრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან, კავშირების გამო მოექცა.

წლების წინ ის იანუკოვიჩის მთავრობას ლობირებდა შეერთებულ შტატებში და საკმაოდ დიდ ანაზღაურებსაც იღებდა. გავრცელებული ცნობით, მანაფორტს 2007-2012 წლებში არაოფიციალურად 12 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

გარდა ამისა, პოლ მანაფორტი კრემლთან დაახლოებულ პირადაც ითვლება.

დღის ამბები