19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. 57 კგ. წონით კატეგორიაში 25 წლის მოჭიდავემ ფინალური შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

ხენჩეგაშვილის მეტოქე იაპონელი რეი ჰიგუჩი იყო, რომელიც ქართველმა დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ 3 შეხვედრა მოიგო. მერვედფინალში ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს მოუგო, ხავერაფინალში კი ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

დღის ამბები