07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ანექსირებულ ყირიმში პუტინის ვიზიტის გამო უკრაინა პროტესტს გამოთქვამს

ანექსირებულ ყირიმში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო უკრაინა პროტესტს გამოთქვამს და მას უკანონოს უწოდებს.

ეს საკითხი გაეროში ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის დროს განიხილა. მანამდე კი ოფიციალურმა კიევმა ნახევარკუნძულზე რუსეთის ლიდერის შეუთანხმებლად ჩასვლის გამო, მოსკოვში საპროტესტო ნოტაც გაგზავნა.

ვლადიმერ პუტინმა გუშინ ბელბეკის ავიაბაზაზე უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა და განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებს.

პარალელურად, პეტრე პოროშენკომ ყირიმის საზღავრთან და დონბასში არსებული ვითარება ჯოზებ ბაიდენს სატელეფონო საუბრის დროს გააცნო.

დღის ამბები