07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაღუპულია 6 ადამიანი

მორიგი ტრაგედია ლიბიის სანაპიროსთან - ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ხის ნავი გადაბრუნდა და ჩაიძირა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 8 თვის და 5 წლის სირიელი გოგონებიც არიან.

ბავშვების ცხედრები მაშველებმა ლიბიის სანაპიროდან დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით იპოვეს. ნავზე სულ სირიის 27 მოქალაქე იმყოფებოდა.

გასული ორი დღის განმავლობაში მაშველებმა ზღვაში გადატვირთული ნავებიდან 500-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს. 

დღის ამბები