07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
ტრამპი აშშ-ის აფროამერიკელ მოქალაქეებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი ამერიკის აფროამერიკელ მოქალაქეებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ფერადკანიან ამომრჩეველს შეერთებული შტატების პრეზიდენრობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიჩიგანში გამართულ შეხვედრაზე მიმართა, რომელზეც აუდიტორიის უმრავლესობას თეთრკანიანი ადამიანები შეადგენდნენ.

დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატებმა აფროამერიკელებისთვის მიცემული დაპირებები ვერ შეასრულეს, ამიტომ, თუ ისინი იმავე ადამიანების მხარდაჭერას გააგრძელებენ, შედეგიც უცვლელი დარჩება.

მილიარდერი ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისთვის ხმის მიცემით აფროამერიკელები არაფერს დაკარგავენ. 

დღის ამბები