07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
აშშ-ის ავიაციამ სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავებს ქალაქ ჰასაკას საჰაერო სივრცე დაატოვებინა

შეერთებული შტატების ავიაციამ სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავებს ქალაქ ჰასაკას საჰაერო სივრცე დაატოვებინა.

მიზეზი ის გახდა, რომ ასადის რეჟიმმა ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი რაიონები დაბომბა, სადაც ამერიკის სპეცრაზმიც იმყოფება.

სირიის მოიერიშეების შეტევისგან დასაცავად პენტაგონმა რეგიონში სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კოალიციის თვითმფრინავები იძულებული გახდნენ, სირიის სამთავრობო ძალების ავიერიშებზე რეაგირება მოეხდინათ.

დღის ამბები