07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ისრაელი თურქეთს 20 მილიონ დოლარს გადაუხდის

თურქეთის პარლამენტმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების შეთანხმებას მხარი დაუჭირა. დოკუმენტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო გადაიდო.

შეთანხმების თანახმად, ისრაელმა თურქეთს 2010 წელს "თავისუფლების ფლოტილიაზე" რეიდის დროს 10 თურქი აქტივისტის დაღუპვის გამო, კომპენსაციის სახით, 20 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, ოფიციალურმა ანკარამ კი ინციდენტის მონაწილე ებრაელი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს.

თურქულ ფლოტილიას 2010 წელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა ჩაეტანა.

დღის ამბები